ცირა

ცირა
/y/x/
/y

ცირა ბუჯიაშვილი

სსსმ მოსწავლესთან მუშაობა

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ)?
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განიხილება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების ერთ–ერთ ბოლო დონედ. ამ დროს, სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების ცვლილებასთან ერთად, სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის ინდივიდულაური სასწავლო მიზნების იდენტიფიცირება ხდება. ეს მიზნები განსხვავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისგან და შედგენილია მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
ინდივიდულაური სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო მიზნები მისი ინდივიდუალური საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. ის არის  სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული და დასაბუთებულია კონკრეტული მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერა, რომელსაც მასთან მომუშავე ყველა მასწავლებელი თუ სხვა პროფესიონალი უნდა იზიარებდეს და მისდევდეს. ის არ არის ხისტი დოკუმენტი და რეგულარულ ცვლილებებს მოითხოვს. აუცილებელია, დროის გარკვეულ მონაკვეთში მისი გადაფასება, მოსწავლის შესაძლებლობებთან და მიღწევებთან მიმართებაში მოყვანა და საჭირო ცვლილებების განსაზღვრა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ეტაპები
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემდეგი 5 ეტაპისგან შედგება:
1.      ინფორმაციის შეგროვება
2.      მიმართულების განსაზღვრა
3.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება
4.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება
5.      ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა/გადაფასება და განახლება

ინფორმაციის შეგროვება –  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისთვის აუცილებელია მოსწავლის და სასწავლო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება. მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვასხვა წყაროების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება. გეგმაზე მომუშავე გუნდი უფლებამოსილია მოითხოვოს და გაეცნოს მოსწავლის შესახებ არსებულ სამედიცინო დასკვნებს ან სხვა წერილობით დოკუმენტებს, კონსულტაცია გაიაროს კომპეტენტურ პირებთან, მოახდინოს უშუალო დაკვირვება მოსწავლის სასწავლო აქტივობებში ჩართულობისას, განახორციელოს მოსწავლის პიროვნული ფაქტორების შეფასება სხვადსხვა სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს:
·         მოსწავლესთან და მის მშობლებთან კონსულტაცია;
·         საგნის მასწავლებლებთან კონსულტაცია;
·         სხვა პროფესიონელებთან (ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი და სხვა) კონსულტაცია;
·         მოსწავლეზე დაკვირვება და სიღრმისეული შეფასება.
მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის სათანადო გაანალიზება და მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. ეს ნათელს მოჰფენს, თუ რა სფეროები საჭიროებს გაუმჯობესებას და მოსწავლის რომელი რესურსი (ძლიერი მხარეები) შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ.
მიმართულების განსაზღვრა – ინდივიდულური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან მისი განხორციელების პროცესში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) გუნდი). მნიშვნელოვანია, რომ გეგმის განხორციელებაში ჩართულ პირებს შორის როლებისა და  პასუხისმგებლობების განსაზღვრა  ყველა ეტაპზე ხდებოდეს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გულისხმობს შემდეგი პირებისა და სტრუქტურების ჩართულობას (თუმცა ყველა მათგანის ჩართვა აუცილებელი არ არის):
·         სკოლის ადმინისტრაცია – განსაზღვრავს მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორს, განსაზღვრულ პერიოდში უზრუნველყოფს გეგმის შედგენასა და მისი განხორციელების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის რესურსებით.
·         ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორი – პასუხისმგებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრის ორგანიზებაზე, საჭირო დოკუმენტაციისა და მოსწავლის პორტფოლიოს წარმოებაზე, მონაწილეობს სასწავლო გეგმების მიზნების და სტრატეგიის განსაზღვრაში, მოსწავლის შეფასებაში. რეგულარული კონტაქტი აქვს მოსწავლის მშობლებთან და პედაგოგებთან.
·         პედაგოგები – მონაწილეობას იღებენ მოსწავლის შეფასებაში, სასწავლო მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრაში, საჭირო მასალისა და დოკუმნეტაციის შექმნაში; თანამშრომლობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ჩართულ პირებთან.
·         სხვა პროფესიონალები –  მონაწილეობას იღებენ მოსწავლის აკადემიური უანრების შეფასების პროცესში, თანამშრომლობენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ჩართულ გუნდთან და ახდენენ მათ კონსულტირებას სხვადსხვა საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოსწავლის მშობლები.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება – ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, მნიშველოვანია მოსწავლისათვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების დასახვა.
·         გრძელვადიანი მიზანი – ეს არის ის მიზანი, რომელსაც მოსწავლე წლის განმავლობაში აღწევს; გრძელვადიან (წლიურ) მიზანს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები შეთანხმებულად აყალიბებენ   მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების, მიღწევის არსებული დონისა და სკოლის რესურსების გათვალისწინებით. ეს მიზანი უნდა ასახავდეს რეალისტურ მოლოდინს მოსწავლის მიმართ და შესაბამისად, შესაძლებელია შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პედაგოგები მოსწავლეს უკეთ გაიცნობენ და მის შესახებ ობიექტურ წარმოდგენას შეიქმნიან.
·         მოკლევადიანი მიზანი – უფრო კონკრეტული და სპეციფიური, რასაც გრძელვადიანი მიზნებისკენ მივყავართ.  მათი მიღწევა უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი – ორ კვირაში, ერთ ან ორ თვეში. მოკლევადიანი მიზნები წარმოადგენს საფეხურებს გრძელვადიანი მიზნებისკენ. თავის მხრივ, მოკლევადიანი მიზნებიც შედგება საფეხურებისგან, ანუ უფრო პატარა მიზნებისგან, რომელსაც უფრო მცირე დროითი ინტერვალი სჭირდება და მკვეთრად განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდებიან მარტივიდან რთულისკენ. მოკლევადიანი მიზნები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული გაზომვადი.
ამ ეტაპზე ასევე ხდება სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა, სწავლების პროცესის სხვა დამატებითი საკითხების დაზუსტება, როგორიცაა მოსწავლის სასწავლო განრიგი, საჭირო დამხმარე საშუალებები და სერვისები. დეტალურად ხდება ისეთი საკითხების განსაზღვრა, როგორიცაა: ვინ მუშაობს დასახულ მიზანზე მოსწავლესთან ერთად, სად ხორციელდება დასახულ მიზანზე მუშაობა, სწავლების რა მეთოდები და აქტივობები იქნება გამოყენებული, რა სახის მატერიალური რესურსები, დამხმარე საშუალებებია საჭირო მიზნის მისაღწევად, როგორ მოხდება მოსწავლის წახალისება და სხვა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება – ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელება საკმაოდ დინამიური პროცესია და არ გამორიცხავს გეგმაში ასახული სასწავლო მიზნების და სტარტეგიების ცვლილების შესაძლებლობას. მეტად მნიშვნელოვნია შეფასების სისტემის ჩამოყალიბება. მოსწავლის შეფასება ხორცილედება მისი ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში, იმის მიხედვით მიაღწია თუ არა ბავშვმა დასახულ კონკრეტულ შედეგს.
მიზნის მიღწევის მონიტორინგი ხდება ყოველდღიურად. სპეციალურად შემუშავებული ცხრილის მეშვეობით ყოველდღიურად ფასდება მოსწავლის მიერ შემსრულებული სამუშაოს ხარისხი. შეფასება შეიძლება განხორციელდეს სხვადსხვა სისტემის მიხედვით. ერთ–ერთი შეიძლება იყოს მოსწავლის მიღწევების თვისებრივი დახასიათება: სუსტი, დამაკმაყოფილებელი, საშუალო და მაღალი. მიღწევის თვისობრვი მაჩვენებელი შეიძლება გადავიყვანოთ რაოდენობრივში შეფასების ათ ქულიანი სისტემის გამოყენებით. კვირის ბოლოს ხდება მოსწავლის მიერ მიღებული შეფასებების დაჯამება და გაანალიზება. ესა თუ ის მიზანი მიღწეულად ითვლება, თუ მოსწავლის მიერ დაგროვილი შეფასება სტაბილურად (მინიმუმ ორი კვირის მანძილზე არის მაღალი). თუ აღმოჩნდა, რომ შდეგები სტაბილურად დაბალია ან უარესდება, უნდა მოხდეს დასახული მიზნებისა და შემუშავებული პროგრამის გადახედვა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გადახედვა/განახლება – ამ პროცესის მეშვეობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები ახდნენ მუშაობის შეჯამებას, აანალიზებენ რამდენად უახლოვდება მოსწავლე განსაზღვრულ შედეგს, ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, ყოველი განსაზღვრული ცვლილების ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში დოკუმენტირება.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტი და შინაარსი

არ არებობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის უნივერსალური ფორმა ან სქემა, რომელსაც საქართველოში ყველა საგანმანათლებლო სისტემა გაიზიარებდა და გამოიყენებდა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია თავად განსაზღვროს  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმა. თუმცა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს, მისი შინაარსი ერთია და ის შემდეგ ძირითად კომპონენტებს გულისხმობს:
·         დემოგრაფიული მონაცემები
·         მოსწავლის შეფასების შედეგები (ძლიერი და სუსტი მხარეები)
·         გრძელვადიანი მიზნები
·         მოკლევადიანი მიზნები
·         პროგრამა ანუ განხორციელების გზები
·         მიღწეული შედეგების მონიტორინგი
·         ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული შეხვედრების ოქმები
ქვემოთ მოცემულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმებისა და შეფასების ნიმუშები, რომელიც სხვადსხვა ავტორების მიერ არის რეკომენდირებული.
ნიმუში#1 ინდივიდუალური განვითარების გეგმა (ლაღიძე, ა. ბაგრატიონი, მ & პაჭკორია, თ (2009) ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის)

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გამარტივებული ფორმა  
სკოლა__________________ კლასი _______________________________________
მოსწავლე____________________________________________________________
დაბადების თარიღ_____________ასაკი____________________________________
მშობელი/მეურვე_______________________________________________________
მისამართი/ტელეფონი__________________________________________________
შეხვედრის თარიღი____________________________________________________
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა___________დან __________________ მდე
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედება___________________________
შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება წლიეური შეფასება
მონაილეები:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები
დამხმარე კითხევბი
შეფასება
ძლიერი მხარეები
რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს?
რა აინტერესებს?
რა მოსწონს?
რაშია მოსწავლე ყველაზე წარმატებული?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

პრობლემური სფეროები
რა პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?
როდის იჩენენ პრობლემები თავს?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

მიზეზები
თქვენი აზრით რა იწვევს პრობლემებს სასწავლო პროცესში?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

საჭიროებები
რა ჭირდება მოსწალეს იმისთვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები?
რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში, თანაკლასელებთან და მასწავლებელთან?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )

წლიური მიზანი
რისი მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განამავლობაში?
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

მოკლევადიანი მიზნები
რისი მიღწევა გვინდა საწყის, მეორად და შემდგომ ეტაპებზე წლიური მიზნის მისაღწევად?
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

პრქტიკული საკითხები
რა დამატებით მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ?
რა მეთოდი ავირჩოთ სწავლებისათის?
როგორ მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს?
როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია?

პასუხისმგებელი პირები
ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდულური სასწავლო გეგმის განხორციელებზე?
რა კონკრეტული მოვალეობები ეკისრება გუნდის წევრებს? (პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და სხვა)




ნიმუში #2 ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი (ლაღიძე, ა. ბაგრატიონი, მ & პაჭკორია, თ (2009) ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის)

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი*
ვის მიერ ხორციელდება მონიტორინგი____________________________________________________

დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი



















*მოკლედ აღწერეთ დასახული აქტივობების განხორციელების რაოდენობრივი და /ან თვისობრივი მაჩვენებლები (როგორ და რა სიხშირით შესარულა მოსწავლემ მისთვის განკუთვნილი დავალება)


ნიმუში #3  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი (გაგოშიძე, თ., ჭინაჭარაული, თ., ფილაური, ქ. & ბაგრატიონი, მ. (2008). ინკლუზიური განათლების პრინციპები)
შეფასების ცხრილი მშობლიურ ენაში
თარიღი __________
მოსწავლე:
მასწავლებელი


დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
ცნობს ანბანის ყველა ასოს





2
ასახელებს ანბანის ყველა ასოს





3
წერს საკუთარ სახელს დაფაზე დამოუკიდებლად






შეფასების ცხრილი მათემატიკაში
თარიღი __________
მოსწავლე:
მასწავლებელი

დასახული აქტივობები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
ითვლის ოცამდე





2
შეუძლია გადათვლა 10–მდე





3
უმატებს ერთს ათის ფარგლებში






1     როგორ მოვიქცეთ როდესაც კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვს აღმოვაჩენთ?
  ხშირ შემთხვევაში specialuri საგანამანათლებლო საჭიროება ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე ვლინდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვიდან გარკევული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მას სასწავლო პროგრამის დაძლევაში გარკვეული სირთულეები აქვს; მისი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მოსწავლეების მოსწრებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს, არის და თუ არა ეს მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. ამისთვის კი აუცილებელია მოსწავლის შეფასება.
მოსწავლის შეფასების მოთხოვნით, სკოლა მიმართავს (1) ადგილობრივ რესურსცენტრს  ან (2) ganaTlebis da mecnierebis saministros inkluziuri ganaTlebis mxardaWeris gunds romelic aris saqarTvelos yvela regionSi da TbilisSi.  ბავშვის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხდება. გუნდის შემადგენლობაში შედის ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი და სხვა სპეციალისტები. მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს როგორც მოსწავლეს, ასევე მის საგანმანათლებლო გარემოს, რათა ნახოს, რამდენად უწყობს გარემო ხელს მოზარდის სწავლასა და განვითარებას, და პირიქით, ხომ არ ხდება ისე, რომ მოსწავლის სირთულეები ნაწილობრივ ან მთლიანად გარემოს არახელსაყრელი გავლენის შედეგია.


Комментариев нет:

Отправить комментарий