II კლასი
მათემატიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
რიცხვები და მოქმედებები
|
კანონზომიერებები და ალგებრა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა
|
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
|
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
მათ. II.2. მოსწავლეს
შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის
დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ.II.3. მოსწავლეს შეუძლია
განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება
შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
მათ.
II.4. მოსწავლეს შეუძლია
შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
მათ.
II.5. მოსწავლეს შეუძლია
რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
|
მათ.
II.6. მოსწავლეს შეუძლია
საგნების ან ნახატების/ფიგურების
პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა,
წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია
შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
|
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია
გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია
ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
|
მათ. II.11. მოსწავლეს
შეუძლია თვისობრივი მონაცემების
შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება:
რიცხვები და მოქმედებები
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო
რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით
(მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან
გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
· სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს
მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის
დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
· ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს
ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის
გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
· ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ
წევრთა რიგს.
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით
სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის
გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
·
ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა
ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება,
მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას;
·
განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·
ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას
და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და
მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის
ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
· აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს;
აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
· დაადგენს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი
კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);
· ირჩევს ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას.
მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს ხერხს (მაგალითად, ელემენტთა ურთიერთცალსახა შესაბამისობა _ დაწყვილება), აფასებს ("დაახლებით ტოლია",
"დაახლოებით ნახევარია/ორმაგია") და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით
მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
· ერთგვაროვან საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა
დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
· ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ან ხუთეულს; განმარტავს პასუხს.
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე
ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის
საძებნი;
· ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის
ამოსახსნელად (მაგალითად, შეკრება, გამოკლება, გაორმაგება, ან განახევრება;
ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა; საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
· იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია
პირველი შესაკრები და ჯამი; იყენებს ერთეულის ბიჯით უკუთვლას უცნობი მაკლების პოვნისთვის,
მოცემული საკლებითა და სხვაობით და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად,
9 - ? = 6, რიცხვით კიბეზე ითვლის 9-დან უკან
6-მდე და ახდენს ნაბიჯების რაოდენობის, როგორც
მაკლების ინტერპრეტაციას; ახდენს იგივე პროცედურის დემონსტრირებას რიცხვით კიბეზე);
· განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. II.6. მოსწავლეს შეუძლია
საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან
შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოცემულ მიმდევრობაში ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას (მაგალითად,
ª
|
¨
|
§
|
ª
|
¨
|
§
|
ª
|
§
|
” რა ფიგურები იქნება გამოტოვებულ
პოზიციებზე ? ”);
·
ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამის) მიმდევრობას და ასახელებს
იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა-და-იმავე წესს ემორჩილებიან;
·
მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით
განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია
შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული
ტოლობის (მაგალითად,
) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
![](file:///C:/Users/Teacher/AppData/Local/Temp/msohtmlclip1/01/clip_image002.gif)
·
შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების
ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი
ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
·
იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის)
და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის
გამოსათვლელად.
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
·
განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე
მდებარე წერტილებს;
·
უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია
გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
· აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების
გამოყენებით (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ,
ზემოთ, ქვემოთ);
· გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების
შედარება და დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების
შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
· მოიძიებს ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა
ტოლობის დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;
· პოულობს რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის
ერთეულის (მაგალითად, ნაბიჯის)
გამოყენებით.
მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. II.11. მოსწავლეს
შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება
მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
· ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს
ათი მონაცემი);
·
ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან.
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების
მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით
გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
·
მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში
(მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
·
ერთი კლასის ობიექტთა (მაგალითად, გეომეტრიული
ფიგურები) შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს
რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.
მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს
10 მონაცემისა) მონაცემთა საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის
მიხედვით;
· სიტყვიერად აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება
ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს;
· სიტყვიერად აღწერს/განმარტავს მონაცემთა
უმარტივეს (ორსვეტიან ან ორსტრიქონიან) ცხრილს.
პროგრამის შინაარსი
1.
100-ზე ნაკლები
ნატურალური რიცხვები.
2.
ათობითი პოზიციური სისტემა და მისი დემონსტრირება.
3.
არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე და
მათი დემონსტრირება.
4.
ეროვნული ფულის
ნიშნები.
5.
საგნების, ნახატების ან
ფიგურების საშუალებით წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები.
6.
შეკრების/გამოკლების
(არაუმეტეს ორი მოქმედების) შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და მათი ეკვივალენტობა.
7.
შეკრების კომუტაციურობა
(გადანაცვლებადობა) და ასოციაციურობა (ჯუფთებადობა) (არაფორმალურად და შესაბამისი
ტერმინების გარეშე).
8.
ერთი უცნობი
კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი
ტოლობები.
9.
ბრტყელი ფიგურები:
წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი წირი.
10. ფიგურის შიგა და გარე არეები, ფიგურის
საზღვარი.
11. საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, მათი საერთო
გვერდები და წვეროები.
12. ტოლი ფიგურები.
13. მანძილი: ადიციურობა მონაკვეთზე, სიგრძის
საზომი არასტანდარტული ერთეულები.
14. სიბრტყეზე ორიენტაცია და ობიექტთა
ურთიერთგანლაგება.
15. თვისობრივ მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: დაკვირვება,
მონაცემთა ამოკრება მონაცემთა მონაცემთა სიიდან და ცხრილიდან.
16. თვისობრივი მონაცემების ორგანიზაცია: მონაცემთა დაჯგუფება.
17. მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი
და თვისობრივი ნიშნები: მონაცემთა საერთო რაოდენობა, განმეორება, პოზიცია და თანმიმდევრობა
ერთობლიობაში.
18.
მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი
თვისობრივი მონაცემებისთვის:
სია, ცხრილი, პიქტოგრამა (რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა
წყვილს).
II კლასი
ქართული
ენა და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური
ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
|
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
კოდის გაშიფვრა.
ქართ. II. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ.,
გაკვეთილების ცხრი-ლის, დღის/კვირის განრი-გის, კულინარიული რეცე-პტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათე-ბლების
ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის
მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და
გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია მოსმენილი
/ წაკითხუ-ლი ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი
ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის
სიებისა და სხვ.)
შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულო-ბის ტექსტების
დამოუკიდე-ბლად შედგენა
ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ. II.
12.
მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწო-რების მარტივი ხერხების
გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად
რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის
ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·
სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის
გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
·
ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს
ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.).
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს
ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის
შინაარსს;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
თხრობას;
·
ასათაურებს ტექსტს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს
პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად
მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი
თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს
ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში
ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის
ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის
ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის
/ ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
აღწერს და ახასიათებს ნაცნობ
საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
განარჩევს წინადადების მოდალობებს
(თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
·
ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ
სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·
სათანადოდ იყენებს კავშირებს
(ან, მაგრამ...);
·
სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს
(ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების)
სათანადო კონტექსტში;
·
განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“
ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ
ფორმებს.
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ
სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს უცნობ
სიტყვებს;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით
ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს
(კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს,
გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა
და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
კითხვას;
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული
რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით
ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე
დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული
კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში
- გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა,
მომზადების წესი და სხვ.);
·
ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ.,
გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
(მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ
არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების
წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
განარჩევს დიალოგს და თხრობას;
·
მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
·
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში
მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
·
პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში
ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·
განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის
/ ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების
აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
·
ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით
აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის
სიტყვებს).
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის
ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ქმნის წაკითხული / მოსმენილი
ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
·
ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე
მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
·
ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია
მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
·
ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით
ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად
შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის,
რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
·
მოცემული ილუსტრაციის მიხედვით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილი / წაკითხული
ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ
ადგილებს.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა
და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
·
ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს
ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·
შემუშავებული აქვს მარტივი წესი,
რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
·
ყურადღებას აქცევს და იყენებს
სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები
კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
·
იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის
შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
·
გამოყოფს მითითებულ ან საჭირო
აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მიმართულება: წერა
ქართ. II. 10. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული
ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,
სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების
დაცვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება მოდელს და
ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის
იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·
ასახელებს მოდელის კომპოზიციურ
თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·
თავს უყრის და ჩამოწერს
კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა
ტექსტში;
·
ადგენს ტექსტს მოდელის
მიხედვით;
·
შედგენილ ტექსტს ადარებს
მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების
დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
·
მოკლედ წერს პირადი გამოცდილების
შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური ცხოველები“ და ა. შ.);
·
პასუხობს კითხვებს ზეპირად და
შემდეგ წერილობით;
·
წერს კარნახით;
·
სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით
პერსონაჟებს;
·
შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს
და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“
და ა. შ.);
·
მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ
პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის
რეჟიმსა და სხვ.);
·
გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური
ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
·
ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს
და ადამიანებს.
ქართ. II.
12. მცირე
მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ
სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
·
კონტექსტის მიხედვით მართებულად
იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·
იყენებს მაერთებელ კავშირებს
სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·
მართებულად იყენებს თხრობით,
ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების
ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა
და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
·
ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ
ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული
შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის
გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: სიტყვებს აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა. ისინი აღნიშნავენ საგნებს, თვისებებს, მოქმედებას და სხვ.; შეიძლება ერთსა და იმავე
სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს; სიტყვის შერჩევა შესაძლებელია (და აუცილებელი)
შინაარსის მიხედვით, რათა აზრი უკეთ გამოიხატოს.
გრამატიკული ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი
და სინთეზი. სიტყვის ფორმობრივი ანალიზის საწყისი ჩვევების გამომუშავება; კავშირი და
განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება - ტექსტი; მარტივი
წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული წინადადების
ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას; სიტყვათა შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში;
წინადადება - დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით წინადადების კონსტრუირება; თხრობითი, კითხვითი
და ძახილის წინადადებები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი; ეტიკეტური
დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო სიტყვები).
შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და აბზაცების
მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის კორექტირების მარტივი
ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის
ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული.
აღწერა და მსჯელობა. მიზნობრივი და ზეპირი
კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).
3. მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე,
ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი
მასალა: ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები;
მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები. ქართული
და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
II კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
|
სხეულები და
მოვლენები
|
დედამიწა და
გარესამყარო
|
ადამიანი და გარემო
|
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
ბუნ.II.2.მოსწავლეს
შეუძლია
განიხილოს
ზრდა,
როგორც
ცოცხალის
თვისება.
|
ბუნ.II.3.მოსწავლეს
შეუძლია
ადვილად
დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
|
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
ბუნ.II.5.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება.
ბუნ.II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
|
ბუნ.II.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
|
წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება:
ცოცხალი სამყარო
ბუნ.II.1.მოსწავლეს
შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თვალსაჩინოებაზე
ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის
ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·
თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილებს (მაგ., ფეხი/ფრთა/ფარფლი - მოძრაობა, ცხვირი/დინგი/ხორთუმი - ყნოსვა);
·
აგროვებს მასალას (მაგ.,
ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები),
ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების
მრავალფეროვნებას და აკეთებს კოლაჟს;
·
ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის,
ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
·
მოსწავლე
აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას. (მაგ.,
ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების
გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).
ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ორგანიზმის
ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები,
საბინადრო გარემო) გამოსავლენად
სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება
ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ?
რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
·
მოიპოვებს მასალას
ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ.,
ტანსაცმლის დაპატარავება, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოსურათები, სარძევე
კბილების მოცვლა);
·
აკვირდება და აღწერს
მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის
აღმონაცენის სიმაღლის მატება), წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
·
ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ
ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში
მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის,
ფერის ან საფარველის ცვლილება).
მიმართულება: სხეულები
და მოვლენები
ბუნ.II.3.მოსწავლეს შეუძლია
ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება
და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
·
ყოველდღიური
ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ., ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი,
თვითმფრინავი) მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ
სისწრაფის მიხედვით;
·
აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს,
რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
·
სვამს კითხვებს (მაგ., რომელი სხეულის დაძვრაა უფრო ადვილი?) იმ ფაქტორების (მაგ., ზომა, ფორმა,
სიმძიმე, ზედაპირი) დასადგენად, რომლებიც გავლენას
ახდენს სხეულთა დაძვრაზე, მოძრაობასა და
გაჩერებაზე, ეძებს პასუხებს;
·
ამზადებს მოძრავი სხეულის მოდელს (მაგ. ბორბლებიანს), აღწერს მუშაობის
ეტაპებს (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრა).
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თანმიმდევრობით ჩამოთვლის
სეზონებს და თვეებს;
· ერთმანეთს
ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს, ჩანახატებს და სხვა;
· აღწერს იმ
ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის
ცვლა);
·
ჩამოთვლის მაგალითებს სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ (მაგ., ხვნა, თესვა, ფრინველების გადაფრენა);
·
ახარისხებს ტანსაცმელს
სეზონების მიხედვით;
·
ჩამოთვლის მისთვის
მნიშვნელოვან დღესასწაულებს და
აკავშირებს სეზონებთან.
ბუნ.II.5.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დაკვირვებების საფუძველზე აღწერს გზას სახლიდან სკოლამდე; აფიქსირებს გზაზე არსებულ მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს
(ხელოვნურ ან ბუნებრივ ობიექტებს); მონაცემებს წარმოადგენს ნახატის
სახით;
·
ირჩევს ნაცნობ გარემოში (მაგ., სახლი, სკოლა, ეზო, პარკი) მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს. აღწერს მარშრუტებს ობიექტებს
შორის;
ბუნ.
II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების
აღწერა და დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება ამინდის
ცვალებადობას და ჩამოთვლის ამინდის
განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები,
ქარი, სითბო, სიცივე);
·
ქმნის ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტების აღმნიშვნელ
სიმბოლიკას, ადგენს დაკვირვების დღიურს და გარკვეული
პერიოდის (მაგ., ერთი კვირა) მანძილზე
შეაქვს მონაცემები;
·
მსჯელობს თითოეული
სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
·
გამოხატავს საკუთარ განწყობას
სხვადასხვა ამინდის მიმართ;
·
აკვირდება ორგანიზმების (მაგ.,
მერცხლები, სხვადასხვა მწერი) ქცევას ამინდის ცვლილებისას, დაკვირვების შედეგებს
გადმოსცემს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით.
მიმართულება: ადამიანი
და გარემო
ბუნ.II.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების
დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებას პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
·
ადგენს მომდევნო დღის რეჟიმს და საუბრობს მისი შესრულების შესახებ;
·
მსჯელობს რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობაზე და
რამდენიმე ვარჯიშს აჩვენებს თანაკლასელებს.
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს
იმ პირებს, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დახმარებისთვის (მაგ., პატრულს, პოლიციელს, ექიმს, გამყიდველს,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს);
·
საუბრობს გადაუდებელი დახმარების
სამსახურების დანიშნულებაზე, ამოიცნობს მათ სიმბოლიკას და ასახელებს საკონტაქტო
ტელეფონებს;
·
ჩამოთვლის
ადგილებს, სადაც საგანგებო ვითარებისას (მაგ., მიწისძვრა, წყალდიდობა) დაცული იქნება (უსაფრთხო ადგილები შენობებში და მის
გარეთ);
·
შეიმუშავებს ყოველდღიურ
ცხოვრებაში სითბოს და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებს ჯგუფური მუშაობის შედეგად.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია
გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის
საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება)
გამოწვეულ
ცვლილებებზე;
·
გამოთქვამს
მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი
განხორციელების გზებს;
·
მონაწილეობს
სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
პროგრამის შინაარსი
მცენარეები და
ცხოველები
სხეულის
ნაწილები:
ფესვი, ღერო,
ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი; თავი, ტანი, კიდურები, კუდი;
სხეულის ნაწილების მრავალფეროვნება: ფორმა,
ფერი, ზომა.
ორგანიზმების ზრდა
ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორები: ჰაერი,
წყალი, საკვები, სინათლე.
ადვილად დაკვირვებადი
მოძრაობები
სხეულთა მოძრაობის სახეები
(მაგ.,
სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
მოძრაობის
სისწრაფე: სწრაფი - ნელი;
მოძრაობის
საშუალებები (მაგ., ბორბლები, ფეხები,
ფრთები);
ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე (მაგ., სხეულის ფორმა, ზომა, სიმძიმე,
ზედაპირი).
სეზონური ცვლილებები
წელიწადის
დროები და თვეები;
ბუნებრივი მოვლენები;
ცოცხალ სამყაროში მიმდინარე სეზონური ცვლილებები;
ადამიანის საქმიანობა.
ორიენტირება ნაცნობ გარემოში
გზა
სახლიდან სკოლამდე და ნაცნობ ადგილებამდე;
ორიენტირები;
საორიენტაციო მარტივი ინსტრუქციები.
ამინდი და მისი კომპონენტები
ამინდის კომპონენტები: ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე და
სხვა;
ამინდი სეზონების მიხედვით;
ამინდის დღიური;
ამინდი და ორგანიზმების ქცევა.
უსაფრთხო ქცევის
წესები და პირადი ჰიგიენა
უსაფრთხოება სახლსა და ქუჩაში;
სინათლისა და სითბოს წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესები;
პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები;
დღის რეჟიმი;
ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა;
ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა.
II
კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა
და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
|
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
|
ხელოვნების
აღქმა კონტექსტში
|
ს.გ.II.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.II.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა
ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების
შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.II.4. მოსწავლეს
შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.II.5. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის
ელემენტარული უნარ-ჩვევების
გამომჟღავნება.
ს.გ.II.6. მოსწავლეს
შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
|
ს.გ.II.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური
ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და
თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია
წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
ს.გ.II.9. მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
ს.გ.II.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.II.11. მოსწავლე
იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და
შეუძლია მათი გამოყენება.
|
ს.გ.II.12. მოსწავლეს
შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ
ცხოვრებასთან.
ს.გ.II.13. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს
ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ
ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.
|
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.II.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების
რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (ტეხილი, წყვეტილი, ტალღოვანი,
სწორი და ა.შ.) და ფერს ნამუშევარში განწყობილების (სიხარული, მოწყენილობა, შიში) გადმოსაცემად;
·
ნამუშევარში იყენებს განსხვავებული სისქის კონტურს;
·
ქმნის მარტივ ორნამენტებს - ხაზების, ლაქების,
ფორმების და ფიგურების საშუალებით;
·
სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში
მთავარს;
·
ჩამოთვლის ცისარტყელას
ფერებს, განარჩევს ცივ და თბილ ფერებს და
იყენებს მათ ნამუშევარში;
·
გამოსახულებას ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე;
·
გამოსახავს სიმეტრიულ და/ან ასიმეტრიულ ფორმებს.
ს.გ.II.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
შერეული მასალითა და სხვადასხვა ტექნიკით ქმნის წიგნის სანიშნეებს,
ღია ბარათებს, ნაძვისხის სათამაშოებს და სხვ.;
·
ქმნის მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით,
მაგალითად: მუყაო, დაჭმუჭნული ქაღალდი, ლითონის ან პლასტმასის კოლოფები და სხვ.;
·
ძერწავს გეომეტრიულ ფორმებს და ქმნის მათგან მარტივ კომპოზიციებს
(სახლი, თოვლის ბაბუა და სხვ.);
·
ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს და
მოზაიკას;
·
ბუნებრივი და ხელოვნური მასალის (გირჩა, ტოტი, მძივი, ფოთოლი,
მარცვლეული, პლასტილინი, ხის ქერქი, ფუჩეჩი და სხვ.) გამოყენებით ქმნის სათამაშოს.
ს.გ.II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია
დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახავს ობიექტის ფორმას ნამუშევარში;
·
ადეკვატურად შეარჩევს ობიექტის ფერს;
·
ხატავს ნატურიდან (მაგ. მარტივ ნატურმორტს);
·
გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს;
·
ხატავს მეხსიერებით.
ს.გ.II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა და
წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს (მაგ. წელიწადის
დროები);
·
ხატავს ფანტაზიით შექმნილ გარემოს და სიუჟეტებს;
·
ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს.
ს.გ.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი
საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გაკვეთილებზე მოდის საჭირო აღჭურვილობით;
·
ინიშნავს დავალებებს;
·
ალაგებს სამუშაო ადგილს, რეცხავს და ინახავს სამუშაო იარაღებსა
და მასალას;
·
იცავს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს;
·
იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
ს.გ.II.6. მოსწავლეს
შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის დაკისრებულ
ფუნქციას);
·
ცდილობს მოცემული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან
ერთად.
მიმართულება: კომუნიკაცია და
ინტერპრეტაცია
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ
ნამუშევარზე (მომწონს, არ მომწონს);
·
უსმენს თანაკლასელებს და მასწავლებელს;
·
სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით;
·
აცდის სხვებს საუბრის დასრულებას;
·
საუბრობს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან.
ს.გ.II.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ
იდეებზე;
·
საუბრობს იდეებზე რომლებიც მიიღო
სხვისი ნამუშევრიდან;
·
სვამს კითხვებს ნამუშევრის შინაარსთან დაკავშირებით;
·
ასახელებს მიზეზს, რის გამოც შექმნა ესა თუ ის ნამუშევარი.
ს.გ.II.9. მოსწავლე პატივს სცემს
საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მხარს უჭერს თანაკლასელებს და არის კეთილგანწყობილი მათი ნამუშევრებისა
და აზრის მიმართ;
·
უფრთხილდება (არ აზიანებს) საკუთარ და სხვის ნამუშევრებს.
ს.გ.II.10. მოსწავლე მონაწილეობს
სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს საკლასო ან სასკოლო ზეიმში;
·
მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;
·
დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
·
ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას ექსკურსიებზე.
ს.გ.II.11. მოსწავლე იცნობს
ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ასახელებს
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებში მისთვის ნაცნობ ელემენტებს;
·
ჩამოთვლის მასალას და ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენა ნამუშევარში;
·
ესმის მის მიერ გამოყენებული ტერმინის შინაარსი.
მიმართულება ხელოვნების
აღქმა კონტექსტში
ს.გ.II.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან
ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი და დააკავშიროს
ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის სახვითი ხელოვნების დარგებს (ფერწერა, გრაფიკა,
ქანდაკება და სხვ.) და გამოყოფს თითოეულის მთავარ ელემენტს (ფერი, ხაზი, ფორმა და სხვ.);
·
ამოიცნობს ნაწარმოების ჟანრს (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი
და სხვ.) და გამოყოფს ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ მთავარ ნიშანს;
·
საუბრობს საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე; განმარტავს, რატომ
მოსწონს ესა თუ ის ილუსტრაცია;
·
საუბრობს ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებიც ყოველდღიურ
ცხოვრებაში ხვდება (არქიტექტურული ძეგლი, ქანდაკება და სხვ.) და გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას (რომელი მოსწონს და რატომ).
ს.გ.II.13. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს
ხელოვნების
ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ
ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე და მასში გამოხატულ განწყობილებაზე;
·
ამოიცნობს ხელოვნების
ნიმუშებში ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს, საგნებს და მოვლენებს;
·
ხელოვნების ნიმუშებში ამოიცნობს მისთვის ნაცნობ ცხოველებს, ფრინველებს,
მცენარეებს, ყოფით საგნებს, გარემოში ნანახ ობიექტებს, სატრანსპორტო საშუალებებს და
სხვ.;
·
ამოიცნობს პეიზაჟში გეოგრაფიულ ლანდშაფტს (მთა, ქედი, ზღვა,
დაბლობი, უდაბნო და სხვ.).
პროგრამის შინაარსი
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი, კონტური, ფერი (ცივი, თბილი) ფორმა (სიმეტრიული, ასიმეტრიული); მარტივი
ორნამენტის შექმნა (ხაზების, ლაქების, ფორმების და ფიგურების საშუალებით);
განწყობილების გადმოცემა ხაზით, ფერით; კომპოზიციური განაწილების საფუძვლები
(ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სასურათე სიბრტყის შერჩევა); სხვადასხვა ხერხით
მთავარი ელემენტის გამოყოფა ნახატში; გამოსახულების განაწილება სასურათე
სიბრტყეზე.
რეკომენდებული
ვიზუალური მასალა:
სხვადასხვა ტიპის ხაზი და განსხვავებული სისქის კონტური - მაგალითად, პირველყოფილი ადამიანის მხატვრობა (მაგ. ალტამირას გამოქვაბული), ეგვიპტური კედლის მხატვრობა, ანრი მატისის, პაულ კლეეს, და სხვათა
ნაწარმოებები;
სხვადასხვა
ხერხით (ზომა, ფერი, ფორმა) ნამუშევარში მთავარის გამოყოფა -მაგალითად, ნარმერის ფილა, რაფაელ სანტი (“სიქსტეს მადონა”);
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ფორმატზე
ორიენტაცია - მაგალითად, პართენონის ფრიზის რელიეფები, ლეონარდო და
ვინჩის “საიდუმლო სერობა”, იან ვან ეიკის “არნოლფინების ოჯახი” და სხვ.
მასალა და იარაღი:
ფანქარი, პასტელი, გუაში, ფლომასტერი,
პლასტილინი, ცვილი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, სხვადასხვა მასალის კოლოფები,
ბუნებრივი და ხელოვნური მასალა (გირჩა, ხის ქერქი, ფესვი, ტოტი, ფოთოლი, ფუჩეჩი,
მარცვლეული, ხავსი, ნიჟარა, ფერადი კენჭები, მძივები, ღილები,
დაჭმუჭნული ქაღალდი, პლასტმასი, ლითონი და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო და სხვ.
ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია,
კოლაჟი, მოზაიკა, ქაღალდის პლასტიკა; დახევა, დაჭრა, დაწებება, მოდელირება,
კონსტრუირება.
დაკვირვება გარემოზე:
ხაზის, ფერის, ფორმის ამოცნობა.
მხატვრული იდეების წყაროები:
წარმოსახვა, გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები (ხატვა
ფანტაზიით, ნატურიდან და მეხსიერებით); ადაპტირებული მითოლოგია (ქართული,
ბერძნული, ძველი აღმოსავლეთის), მსოფლიოს შვიდი საოცრება, მხატვრული ლიტერატურა,
მსოფლიოს სხვადასხავა ქვეყნების ზღაპრები (მაგალითად: ჰანს ქრისტიან ანდერსენის,
ძმები გრიმების ზღაპრები, იგავ-არაკები და სხვ.); საბავშვო ლიტერატურის
ილუსტრაციები (გ.ა.ვ. ტრაუგოტის ილუსტრაციები, მილნის “ვინი პუჰის” შეპარდისეული ილუსტრაციები და სხვ.) მხატვრული და
ანიმაციური ფილმები; საკონცერტო, თეატრალური, საცირკო წარმოდგენები და სხვ.;
ეპიზოდები ზღაპრებიდან, საბავშვო
ბიბლიიდან, ადაპტირებული მითოლოგიიდან (როგორც ქართული, ასევე ბერძნული) და სხვ.
ბერძნული მითების გაცნობა შესაბამისი კერამიკული მხატვრობის ნიმუშების ჩვენებით.
სავარაუდო თემები:
“ზაფხულის არდადეგები”, “მეგობრობა”, “სოფელი შემოდგომაზე”, “შემოდგომის
ნატურმორტი”, “ახალი წლის ღამე”, “ზამთრის პეიზაჟი”, “შობა”, “აღდგომა”, “ბუნება
გაზაფხულზე”, “ცირკში”, “ზოოპარკში”, “ჩემი ეზო”, “ჩემი ქალაქის მოედანი”, “ფანტასტიკური ქალაქი”, “საყვარელი გმირი”,
თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.
შრომითი საქმიანობა:
აღჭურვილობის მოტანა-მოწესრიგება,
დავალების ჩანიშვნა, სამუშაო ადგილის დალაგება, დროის ლიმიტის, უსაფრთხოების
წესებისა და ჰიგიენის დაცვა.
მუშაობის სტრატეგია:
მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან,
გუნდურად.
ღონისძიებები:
სასკოლო ან საკლასო გამოფენა, ზეიმი,
ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ქალაქგარეთ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის
მიზნით.
წარდგინება:
ნაცნობი აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის
წარდგენა (საუბარი ნამუშევარზე), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა,
შთაბეჭდილებების გაზიარება, პატივისცემის გამჟღავნება სხვისი ნამუშევრის და აზრის
მიმართ, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა, ელემენტარული ტერმინების გამოყენება.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
სახვითი ხელოვნების დარგების (ფერწერა,
გრაფიკა, ქანდაკება და სხვ.) და მათი ჟანრების (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი და
სხვ.), ასევე არქიტექტურული ძეგლების გაცნობა; მსოფლიო ხელოვნების მნიშვნელოვანი
ნიმუშების ჩვენება:
ფერწერა - მაგალითად, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ვინსენტ ვან
გოგი, ანრი მატისი და სხვ.
გრაფიკა - მაგალითად, ალბრეხტ დიურერი, ანრი მატისი, პაბლო პიკასო (გრაფიკული ნამუშევრები
(მაგ. “ხარები”)) და სხვ.
ქანდაკება
- მაგალითად,
ეგვიპტური, შუამდინარული, არქაული ბერძნული და სხვ.
არქიტექტურა
- მაგალითად: ეგვიპტური პირამიდები, პართენონი, მცხეთის ჯვარი.
განწყობილების ამოცნობა
- სანდრო ბოტიჩელი
(“გაზაფხული”), ოგიუსტ რენუარი და სხვ.
საუბარი შთაბეჭდილებებზე, შინაარსზე,
სიუჟეტებზე, ყოფით საგნებზე, გარემოში ნანახ მოვლენებსა და ობიექტებზე.
გამოყენებითი
ხელოვნება:
არქაული და ანტიკური ხანის კერამიკის ნიმუშები - ორნამენტი (გეომეტრიული, მცენარეული, სპირალური და სხვა).
II კლასი
მუსიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
პრაქტიკული
უნარ-ჩვევები
|
კომუნიკაცია,
ინტერპრეტაცია
|
მუსიკალური
ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
|
მუს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
|
მუს.II.4. მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
|
მუს.II.9.
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს შემოქმედებითი პროფესიები და დაუკავშიროს ისინი ხელოვნების კონკრეტულ
ნიმუშებს.
|
მუს.II.2. მოსწავლეს შეუძლია
სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
|
მუს.II.5. მოსწავლეს
შეუძლია ნასწავლი
მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
|
მუს.II.10. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
|
მუს.II.3. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას
გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
|
მუს.II.6.
მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მირება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.II.7. მოსწავლეს
აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.
|
მუს.II.11. მოსწავლე
იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.
მუს.II.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს გარემოში მოსმენილი
ხმები.
|
|
მუს.II.8. მოსწავლეს ესმის
და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და
განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.
|
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი
ინდიკატორები
მიმართულება:
პრაქტიკული უნარ-ჩვევები
მუს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ
სავარჯიშოებში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ერთ ტონზე სიმღერით იმეორებს
მარტივ რიტმულ ნახაზს,
ცვლის ბგერათსიმაღლეს, ტემპს;
·
განასხვავებს
ნელ და ჩქარ ტემპს;
·
ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს მელოდიის,
ტემპის, ხმოვანების სიძლიერის მიხედვით;
·
ტაშით, კაკუნით იმეორებს
მარტივ რიტმულ ნახაზს;
·
თანაკლასელებთან ერთად
"უკრავს" სათამაშო ინსტრუმენტებისა ან/და სხვადასხვა საგნისგან შემდგარ “ანსამბლში”,
“ორკესტრში”.
მუს.II.2.
მოსწავლეს შეუძლია სიმღერა
მარტო და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ხმას აყოლებს თანაკლასელების,
მასწავლებლის სიმღერას, მუსიკალურ თანხლებას;
·
სიმღერით იმეორებს მუსიკალურ
ფრაზებს;
·
ენაცვლება თანაკლასელებს
სიმღერის ცალკეულ ფრაზებად შესრულებისას;
·
მღერის თანაკლასელებთან ერთად
პოპულარულ მელოდიებსა და ერთხმიან სიმღერებს;
·
რეაგირებს მუსიკის
მასწავლებლის მინიშნებებზე (ჩუმად,
ხმამაღლა, ნელა, ჩქარა, ერთად, თავიდან...).
მუს.II.3. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს
გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმის, მოძრაობის, ცეკვის,
მიმიკის, ჟესტის, თამაშის საშუალებით გამოხატავს ამა თუ იმ განწყობილებას;
·
გამოხატავს ამავე განწყობილებას ინსტრუმენტთან
შეხების, ხმაურის, ტაშის, ნახატის საშუალებით;
·
მუსიკალური ნაწარმოებიდან მიღებული განწყობილების გადმოსაცემად სხვებთან ერთად გაითამაშებს
მარტივ ეტიუდებს შესაბამისი იმპროვიზაციული ტექსტის დამატებით;
·
სხეულის მოძრაობით გადმოსცემს
მუსიკით გამოწვეულ ემოციას.
მიმართულება:
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
მუს.II.4. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების
მიმართ .
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას მოსმენილი ნაწარმოების მიმართ;
·
იმეორებს
მუსიკალურ საქცევს, მარტივ რიტმულ ნახაზს;
·
განარჩევს
ერთმანეთისგან ნაცნობ და უცნობ მელოდიას, ნაცნობ და უცნობ თემას;
·
განმეორებითი
მოსმენისას ტაშით, სიმღერით, ცეკვით აჰყვება მუსიკას, “დირიჟორობს” მოსმენისას;
·
მუსიკით
გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში და შეძლებისდაგვარად
აცოცხლებს ამ ნახატს.
მუს.II.5. მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
სწორად წარმოთქვამს ნასწავლ ტერმინებს საუბრის
დროს;
·
საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მათ;
·
სვამს კითხვებს მისთვის უცნობი მუსიკალური
საკრავის, ცნების სახელწოდების დაზუსტების
მიზნით.
მუს.II.6. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
კლასის ზეიმში, თემატურ ღონისძიებებში - ახალი წელი, გაზაფხული, შემოდგომა;
·
ესწრება
სკოლის საანგარიშო კონცერტს.
მუს.II.7. მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
იცავს
ქცევის ნორმებს სხვისი სიმღერის, საუბრის დროს;
·
უფრთხილდება სხვის ნამუშევარს;
·
ითვალისწინებს განსხვავებულ
აზრს.
მუს.II.8. მოსწავლეს ესმის
და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის
საშუალებაა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს მუსიკის მოსმენით
აღძრულ შთაბეჭდილებებზე;
·
მუსიკალური ფრაგმენტის
მელოდიას, დინამიკას, ტემპს, რიტმს უკავშირებს კონკრეტულ განწყობილებას;
·
ამოიცნობს თანაკლასელების მიერ
სიმღერით, ღიღინით გადმოცემულ განწყობილებას, გრძნობას.
მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა
კონტექსტში
მუს.II.9.
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს
შემოქმედებითი პროფესიები
და დაუკავშიროს ისინი ხელოვნების
კონკრეტულ ნიმუშებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასხვავებს
კომპოზიტორის, მხატვრის, მოქანდაკის, პოეტის, მწერლის პროფესიებს და ასახელებს
მათთან დაკავშირებულ ერთ ან მეტ ნაწარმოებს;
·
ამოიცნობს
ხელოვნების ნაწარმოებებს თავის
გარემოცვაში;
·
ხელოვნების
ნიმუშის ნახვის, მოსმენის შემდეგ ასახელებს ავტორის პროფესიას.
მუს.II.10.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იხსენებს
სად, რა გარემოში მოუსმენია თავისი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებები;
·
ჰყვება
მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებულ თქმულებას, ისტორიას, შინაარსს და პასუხობს
კითხვებს ამის გარშემო;
·
სვამს
კითხვებს მუსიკალური ნაწარმოების ავტორთან, სიუჟეტთან, ეპოქასთან, შემსრულებელთან
დაკავშირებით;
·
იხსენებს,
რომელი
გმირის ასოციაციას იწვევს მუსიკალური ნაწარმოები;
·
აკავშირებს
მუსიკალურ ნაწარმოებთან ვიზუალურ მასალას (ფოტო,
ვიდეო) და იხსენებს საკუთარ შთაბეჭდილებებს.
მუს.II.11.
მოსწავლე იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკრავს
ფორმის მიხედვით;
·
ამოიცნობს სოლო ჟღერადობის
დროს;
·
მოძრაობით ახდენს მათზე
დაკვრის იმიტაციას.
მუს.II.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს გარემოში მოსმენილი
ხმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასხვავებს ბუნებრივ და
ხელოვნურ ხმებს;
·
სწორად განსაზღვრავს თითოეულ
ხმას (ჭიკჭიკი, სტვენა, ღრჭიალი...).
პროგრამის შინაარსი
რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები:
·
მუსიკალური ენის ელემენტები: მელოდია (დიატონური), რიტმი (ნახევარი, მეოთხედი,
მერვედი გრძლიობები, პაუზა), ხმოვანების სიძლიერე (დინამიური ნიუანსები), რიტმი, ტემპი
(ჩქარი-ნელი), კეთილხმოვანი, არაკეთილხმოვანი ჟღერადობა.
სიმღერა:
·
სიმღერა
თანხლებით;
·
ერთხმიანი
სიმღერები ხალხური,
საბავშვო და კლასიკური
რეპერტუარიდან, მაგალითად, "ლაზარე",
”სალამი,
ჩიტუნებო”, ”იავნანა”, ”მახსოვს პირველად”, "ეს აკვანი
ხარატული";
მ. დავითაშვილი – “მანანას სიმღერა”, გ. ცაბაძე – ”ანა-ბანა”, კინოფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები"; ლ. იაშვილი – "კომში,
კომში, კომარა", მ. ოთიაშვილი - ”ნოე ბაბუს კიდობანი”, "ჟუჟუნა წვიმა", "ჭრელო
პეპელა"; ლ. ბეთჰოვენი - "ზაზუნა", რ. როჯერსი - ”Do, Re, Mi”;
"Alphabet", სომხური საბავშვო სიმღერა ”Kerin
Yekav Mer Baky” და სხვ.
განწყობილების
გადმოცემა:
·
ხმით,
მოძრაობით, მიმიკით, ჟესტით, ცეკვით, თამაშით;
·
ეტიუდების
შესრულება.
მუსიკალური
ტერმინები:
·
მელოდია,
რიტმი, გრძლიობა, პაუზა, რიტმი, ტემპი;
·
ტემპები: Allegro - ჩქარა, Adagio - ნელა;
·
დინამიური ნიუანსები: Forte - ხმამაღლა, Piano - ხმადაბლა;
·
კომპოზიტორი, პიესა, კონცერტი, რეპეტიცია, ორკესტრი,
დირიჟორი, სოლისტი, აკომპანემენტი, ბალეტი, ოპერა;
·
ნასწავლი საკრავების სახელწოდებები.
მუშაობის
ფორმები:
·
ინდივიდუალური
და ჯგუფური.
ხმის
წარმოქმნის წყარო:
·
ბუნება,
ქუჩა, საკონცერტო დარბაზი, სახლი.
ღონისძიებები:
·
კლასის
ზეიმი;
·
საჯარო
კონცერტი, წარმოდგენა.
მუსიკალური
ნაწარმოების აღქმა კონტექსტში:
·
ინფორმაცია
მუსიკალური ნაწარმოების შესახებ: ტექსტი, სიუჟეტი, ავტორი;
·
შემოქმედებითი
პროფესიების გაცნობა: მხატვარი,
კომპოზიტორი, პოეტი და სხვ.
საკრავები:
·
ფანდური,
ჩონგური, დიპლიპიტო; არფა,
ჩელო, გიტარა, ლიტავრები, საყვირი.
მოსასმენი
მასალა:
·
ხალხური სიმღერები, ფრაგმენტები ქართული და უცხოური
ნაწარმოებებიდან, საბავშვო მუსიკალური პროგრამული პიესები, სახასიათო ფრაგმენტები
ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებებიდან, მაგალითად, "ბატონებო", "სისა, ტურა", "შინა ვორგილ";
საგალობელი "შენ ხარ ვენახი", მიკის თეოდორაკის -”სირტაკი”; ზ.
ფალიაშვილი - "ცანგალა და გოგონა" ოპერიდან "დაისი"; ვ.
დოლიძე - ცეკვა "ქართული", სიკოს და საქოს კუპლეტები ოპერიდან
"ქეთო და კოტე"; ს. ცინცაძე - საკვარტეტო მინიატიურა - "სოფლური
ცეკვა"/"მწყემსური"/"ცოლი გამიდიდგულდა"; გ. ცაბაძე -
"ოცდახუთსა დეკემბერსა" კინოფილმიდან "ვერის უბნის
მელოდიები"; ი.ს. ბახი - მენუეტი რე მინორი ”ანა მაგდალინას რვეულიდან”; ვ.ა. მოცარტი - "ღამის პატარა
სერენადა", I ნაწილი; ლ. ბეთჰოვენი - "ელიზესადმი", საფორტეპიანო
მინიატიურა; ფ. შუბერტი - სიმღერა "კალმახი"; ე. გრიგი - "ანიტრას
ცეკვა" სიუიტიდან "პერ-გიუნტი"; რ. შუმანი - ”მამაცი მხედარი”; ი.
ბრამსი - "უნგრული ცეკვა" # 5; კ. სენ-სანსი - "აკვარიუმი" ციკლიდან
"ცხოველების კარნავალი"; პ. ჩაიკოვსკი – "ყვავილების ვალსი",
"ტრეპაკი", "ნეაპოლური სიმღერა" საყვირის სოლოთი ბალეტიდან "მაკნატუნა"; ს.
პროკოფიევი - გავოტი "კლასიკური სიმფონიიდან", III ნაწილი; კ. ჯოპლინი -
"Maple leaf rag", რ. როჯერსი - მიუზიკლი ”მუსიკის ჰანგები” და სხვ.
Комментариев нет:
Отправить комментарий